I ქვეითი ბრიგადის საქველმოქმედო აქცია
30 აპრილი 2019
საქართევლოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს.
 
გორში, მცხეთასა და ახალციხეში ჯარისკაცები სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრნენ და საჩუქრად საკვები პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა და ფულადი თანხა გადასცეს.
 
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები სულ 8 ოჯახს დაეხმარნენ.
 
ვიდეო რეპორტაჟი