აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების სააღდგომო საქველმოქმედო აქცია
28 აპრილი 2019
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებმა საქველმოქმედო აქცია დაბა ვაზიანსა და ვარკეთილში ჩაატარეს. IV მექანიზებული და V საარტილერიო ბრიგადების, ასევე საინჟინრო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საკვები პროდუქტები გადასცეს.
 
საქველმოქმედო აქცია თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებმაც ჩაატარეს და სამტრედიის რაიონის სოფელ კვირიკეში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრები გადასცეს.
 
ვიდეო რეპორტაჟი