ლოჯისტიკური სწავლება „დასავლეთის აღალი 2019“ დასრულდა
24 აპრილი 2019

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის ლოჯისტიკური სწავლება „დასავლეთის აღალი 2019“დღეს დასრულდა. სოფელ გოდოგანის მიმდებარე ტერიტორიაზე სწავლების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ჯონი ტატუნაშვილმა მონაწილე სამხედროებს საველე ლოჯისტიკური წვრთნის წარმატებით დასრულება მიულოცა და სიგელები გადასცა.

სწავლება „დასავლეთის აღალი 2019“-ის მიზანი თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და ოპერატიულად დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ლოჯისტიკური ელემენტების კოორდინირებული ქმედების დახვეწა და საბრძოლო დონის ამაღლება იყო.