ნატოს რეაგირების ძალების ქართული ასეული განმეორებით შეფასებას გადის
24 აპრილი 2019

ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაში (OCC E&F) ჩართული I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეული საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით ვაზიანის სასროლეთზე მომზადებას გადის. ქვედანაყოფი 2015 წლიდან 2018 წლის ბოლომდე ჩართული იყო ნატოს რეაგირების ძალებში (NRF), გავლილი აქვს შესაბამისი შეფასებების ყველა დონე და მინიჭებული აქვს ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) სერტიფიკატი, თუმცა ნატოს სტანდარტების შესაბამისად ქვედანაყოფმა მიმდინარე წლის მაისის თვეში უნდა გაიაროს ნატოს მეორე დონის შეფასება (NEL2), რომლის წინამოსამზადებელი წვრთნები მიმდინარეობს. 

დღეს „ალფა“ ასეულმა ობიექტზე შეტევის ოპერაცია განახორციელა და ამოცანები მოიერიშე და მხარდამჭერი ელემენტების კოორდინირებული მოქმედებებით შეასრულა. სამხედრო მოსამსახურეებმა პირობით მოწინააღმდეგეზე იერიშის დროს ქვეითთა ჰამერის ტიპის დაჯავშნული ავტომობილები და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება გამოიყენეს. განხორციელდა პირობითად დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ევაკუაციაც.

მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეული 2019 წლის 1 იანვრიდან ნატოს რეაგირების ძალების (NRF) შემადგენლობაში „ჩარლი“ ასეულმა ჩაანაცვლა. „ალფა“ ასეული კი, განმეორებით შეფასებას გადის, რომელსაც ნატოს დამკვირვებლები შეაფასებენ.

 

ვიდეო რეპორტაჟი