სემინარი თემაზე შეიარაღებული ძალები დემოკრატიულ საზოგადოებაში
19 მარტი 2019

სემინარი თემაზე შეიარაღებული ძალები დემოკრატიულ საზოგადოებაში


თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) თემაზე „შეიარაღებული ძალები დემოკრატიულ საზოგადოებაში“ სემინარს მასპინძლობს. ტრენინგს გერმანელი ექსპერტები, ვიცე-პოლკოვნიკი მარტინ გერსტერი და ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე შინდლერი უძღვებიან და მიზნად ბუნდესვერში არსებული შიდა მართვის კონცეფციისა და პრინციპების გაცნობას ისახავს.
სემინარი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, საზღვაო ძალების პირველი რანგის კაპიტანმა, შტეფან ანიჰოფერმა გახსნეს, მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თეა ნიკოლაშვილმა სკოლის დაფუძნებისა და განვითარების პროცესში გერმანიის მხარდაჭერა და განსაკუთრებული როლი აღნიშნა და გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა.

ტრენინგს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, სამხედრო და სამოქალაქო პირები ესწრებიან. სამდღიანი კურსის განმავლობაში გერმანელი ტრენერები მსმენელებს გამოცდილებას გაუზიარებენ და იმ ფუნდამენტურ პრინციპებს გააცნობენ, რასაც გერმანიის ბუნდესვერში შიდა მართვის პროცესი ეფუძნება. სემინარის ფარგლებში სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებზე, შეიარაღებულ ძალებში სოციალურ ასპექტებსა და ადამიანურ ურთიერთობებზე, „შინაგანი ლიდერობის“ თანამედროვე პრაქტიკებზე, სამხედრო მოსამსახურისთვის პროფესიული და ოჯახური ვალდებულებების ურთიერშეთავსების საკითხებსა და შესაძლებლობებზეც იმსჯელებენ.
ტრენინგი საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში იმართება.