ქართული არტილერიის დღე VI საარტილერიო ბრიგადაში
15 მარტი 2019

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის  VI საარტილერიო ბრიგადაში არტილერისტებმა პროფესიული დღე საზეიმოდ აღნიშნეს. ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ქართული არტილერიის დღე თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ - გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ და თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიება არტილერისტთა დაჯილოდოების ცერემონიალით გაგრძელდა. ისინი უმწიკვლო სამსახურისათვის I და II ხარისხის მედლებით, სამსახურებრივი საშტატო იარაღითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

დღესვე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ - გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ და თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილიმა VI  საარტილერიო ბრიგადის სპორტული დარბაზი საზეიმოდ გახსნეს.

სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისა და მოწვეული სტუმრებისთვის მოეწყო ბრიგადაში არსებული ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერებაც.