პატრულირება ბალხის პროვინციაში
14 მარტი 2019

ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში დისლოცირებულმა საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის მეთაურმა, მაიორმა ნიკოლოზ ვაშაყმაძემ ავღნეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროს სამხედრო წარმომადგენელს, პოლკოვნიკ მალხაზ მერლანს და წარმომადგენლობის მთავარ სერჟანტს, მასტერ სერჟანტს რამაზ პაიკიძეს ოპერაციის რაიონი გააცნო. I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის სამხედრო კოლონამ ავღანეთის ჩრდილოეთით ბალხის პროვინციის სასაზღვრო ზოლის კონტროლი განახორციელა. სამხედრო პატრული 7 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 18 იანვრიდან ასრულებს და გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ ძალთა უსაფრთხოების დაცვის ამოცანებთან ერთად სწრაფი რეაგირებისა და მნიშვნელოვანი პირების ესკორტირების ამოცანებს ასრულებს. ასეულის პირადმა შემადგენლობამ ავღანეთში სამშვიდობო მისიის დაწყებამდე 5-თვიანი მომზადება გერმანიაში, ქალაქ ტორგელოუში გაიარა.