ქართული არტილერიის დაარსების დღე
15 მარტი 2019

საქართველოს თავდაცვის ძალებში ქართული არტილერიის დაარსების დღე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. ვაზიანში, V საარტილერიო ბრიგადის   სამწყობრო მოედანზე შეკრებილ არტილერისტებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ  სიტყვით მიმართა, პროფესიული დღე მიულოცა და არტილერიის როლზე ისაუბრა.  

 

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეები უმწიკვლო სამსახურისთვის I, II, III ხარისხის მედლებით, საშტატო იარაღითა  და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.

დღესვე V საარტილერიო ბრიგადის   ბაზაზე ქვედანაყოფში არსებული საარტილერიო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერება მოეწყო. არტილერიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვაზიანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების  კონცერტითა და 203-ე სკოლის სმენადაქვეითებული მოსწავლეების  წარმოდგენით დასრულდა.

საზეიმო ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, თავდაცვის ძალების მაღალი რანგის ოფიცრები,  სერჟანტები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ იმნაძე და პირადი შემადგენლობის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ვაზიანის პარალელურად, ქართული  არტილერიის  დაარსების დღე ხონში, VI საარტილერიო ბრიგადაშიც აღნიშნა.

 

1993 წლის 15 მარტს რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებმა და აფზახურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. 14-დან 16 მარტის ჩათვლით სოხუმისკენ წამოსულ მტერს ქართულმა არტილერიამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. დიდი მსხვერპლის გამო მოწინააღმდეგე ძალები იძულებულნი გახდნენ უარი ეთქვათ შეტევაზე და უკან დაეხიათ. 15 მარტი ქართული არტილერიის დღედ, სწორედ ამ დღეებში მოპოვებული გამარჯვების გამო გამოცხადდა.

ვიდეო რეპორტაჟი