NRF-ის შემადგენელი „ჩარლი“ ასეულის გეგმიური სწავლება საბრძოლო სროლებით
14 მარტი 2019

საბრძოლო მზადყოფნის და ამაღლების მიზნით, ნატოს რეაგირების ძალებში (NRF) ჩართულმა საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა ოცეულის დონის გეგმიური სწავლება ჩაატარა. სამხედრო წვრთნები ვაზიანის სასროლეთზე საბრძოლო სროლებით გაიმართა.

სწავლების სცენარის მიხედვით, ქვედანაყოფი გადაადგილდა ობიექტის მიმართულებით, სადაც შეკრების წერტილი დაიკავა და პირობითი მოწინააღმდეგის მიმართულებით დაიწყო შეტევა.  ობიექტის წმენდის შემდეგ, „ჩარლი“ ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა დაშავებულის ევაკუაციის და უკან გამოსვლის ამოცანები შეასრულეს. დამკვირვებელ-მაკონტროლებლების შეფასებით, ოპერაცია წარმატებით განხორციელდა.

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეული ნატოს რეაგირების ძალების (NRF) სრულუფლებიანი წევრია. ნატოს მეორე დონის შეფასების შემდეგ, ქართულ ქვედანაყოფს ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) სერტიფიკატი მიენიჭა და 2019 წლის 1 იანვრიდან ნატოს რეაგირების ძალების (NRF) შემადგენლობაში მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეული ჩაანაცვლა.

ვიდეო რეპორტაჟი