სამხედროებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
14 მარტი 2019
ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეებთან თემაზე - "ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ" საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვის და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე და თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენლები გაუძღვნენ.
 
საუბარი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საქართველოში არსებულ მდგომარეობას შეეხო. სოფიო ჯაფარიძემ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის, ასევე ამ კუთხით არსებული ეროვნული საკომუნიკაციო სტრატეგიის შესახებ ისაუბრა.
 
ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ვიდეორგოლი, სადაც სამხედროები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობას გმობენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
 
ღონისძიება მიზნად ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ სამხედრო მოსამსახურეთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს.
 
სამხედროებთან შეხვედრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ეროვნული საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში გაიმართა.
 
ვიდეო რეპორტაჟი