I ქვეთი ბრიგადის დაზვერვის ასეულის საველე სწავლება
14 მარტი 2019

ერთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე  I ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულმა  საველე სწავლება სიტუაციური წვრთნებით დაასრულა.

სწავლება 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და პირადმა შემადგენლობამ სიმულაციური სცენარის მიხედვით სხვადასხვა ტაქტიკური ამოცანა შეასრულა, მათ შორის კონტაქტზე და არაპირდაპირ ცეცხლზე რეაგირება, საპატრულო ბანაკის დაკავება/მოწყობა, რეიდი და  ჩასაფრება.

I ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულმა საველე წვრთნის დასკვნით ეტაპზე პირობით მოწინააღმდეგესთან საპატრულო და თავდასხმით ოპერაციები და ცეცხლზე რეაგირება წარმატებით განახორციელა. 

საველე სწავლებებზე დაკვირვებას თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის შტაბის წარმომადგენლები (S2) ახორციელებდნენ.  მათ პირადი შემადგენლობის მომზადების დონე დადებითად შეაფასეს.

ვიდეო რეპორტაჟი