თავდაცვის მინისტრის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
14 მარტი 2019

პროექტი „მინისტრის პირისპირ“ გრძელდება. ამჯერად თავდაცვის მინისტრი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდა. ლევან იზორიამ მოწვეულ საზოგადოებას თავდაცვის უწყებაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და „მინისტრის დირექტივები 2019“ პირადად გააცნო.

უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა. საუბარი დაგეგმილ ადგილობრივ და საერთაშორისო სწავლებებს შეეხო. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის და სამხედრო განათლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობებისა და სახელფასო უზრუნველყოფის გაუმჯობესებაზეც ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.

პროექტ „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეხვედრა მედიის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან უკვე გამართა. 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მედიის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.

ვიდეო რეპორტაჟი