მე-13 ბატალიონის საბრძოლო სროლები GDRP-ის ფარგლებში
6 მარტი 2019

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში (GDRP), თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა გეგმიური საბრძოლო სწავლება ჩაატარა. წვრთნები ვაზიანის სასროლეთზე ასეულის დონეზე გაიმართა.

„ჩარლი“ ასეულმა შეტევითი ოპერაცია განახორციელა. ქვედანაყოფმა საცეცხლე მხარდამჭერ ელემენტებთან ერთად პირობით ობიექტზე იერიში მიიტანა და მოწინააღმდეგე გაანეიტრალა. წვრთნებს მონიტორინგს ქართველი და ამერიკელი დამკვირვებელ-მაკონტროლებლები უწევდნენ. მათი შეფასებით ქვედანაყოფმა ოპერაცია წარმატებით განახორციელა.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს. მისი მიზანი ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად  საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლებაა. პროგრამა ასევე, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას უზრუნველყოფს.

ვიდეო რეპორტაჟი