ოლიმპიურ კომიტეტში სამთო ინსტრუქტორები დააჯილდოვეს
6 მარტი 2019

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავს 75 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, კავკასიონზე, ხდის ხეობაში, კიბიშის უღელტეხილზე უსახელო მწვერვალისთვის ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებული ეროვნული ალპინიადა სექტებერში ჩატარდა. ზღვის დონიდან 3700 მეტრზე მდებარე უსახელო მწვერვალი პირველად სამთო სკოლის ინსტრუქტორებმა - კაპიტანმა ამირან ნიგურიანმა, სერჟანტმა ზაზა ზაბახიძემ და უმცროსმა სერჟანტმა გელა მაჭარაშვილმა დალაშქრეს.

ალპინიადაში სამთო სკოლის ინსტრუქტორებთან ერთად მთამსვლელები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.