„Agile Spirit 2019“ 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება
8 თებერვალი 2019

საქართევლო მრავალეროვნულ სწავლებას „Agile Spirit 2019“ 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. სწავლების ძირითადი დაგეგმარების კონფერენცია სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ერთი კვრიის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც სწავლებაში ჩართული საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ჯგუფებად დაიყვნენ და საერთაშორისო წვრთნის დეტალები განიხილეს.

წელს სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება და მასში მონაწილეობას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს. საერთაშორისო სამხედრო წვრთნაში მონაწილე ტექნიკისა და აღჭურვილობის რაოდენობა, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები მაისში, საბოლოო დაგეგმარების კონფერენციაზე დაზუსტდება.

მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები საქართველოს თავდაცვის და აშშ-ის ევროპის სარდლობის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობით გაიმართება.

სწავლების მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატოს ძალებთან და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, მრავალეროვნული, რეგიონული და ერთიანი პარტნიორობის შესაძლებლობების ჩამოყალიბება და განვითარება, ასევე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებაა.

ვიდეო რეპორტაჟი