სამთო მომზადების ზაფხულის საწყისი კურსი დასრულდა
2 მაისი 2015
საქართველო შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა სამთო მომზადების ზაფხულის საწყისი კურსი გაიარეს. დღეს სამხედრო მოსამსახურეებს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კურსის დასრულების სერთიფიკატები გადაეცათ.
დაჯლიდოების ცერემონიას სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი, მასტერ სერჟანტი ალუდა კოპალიანი დაესწრნენ.
სწავლების ფარგლებში დაზვერვის ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა წვრთნა კლდეზე ასვლისა და დაშვების ტექნიკაში გაიარეს. ისინი ასევე, დაბრკოლებების გადალახვის, მდინარის ფორსირების, მთაგორიან რელიეფზე მარშ-ნახტომების, გარემო პირობებთან შეგუების, მთაგორიან რელიეფზე მარშრუტის შერჩევისა და დაგეგმვის ტექნიკას დაეუფლნენ.
სამთო მომზადების ზაფხულის კურსში მონაწილეობა 89 სამხედრო მოსამსახურემ მიიღო, აქედან კურსის წარჩინებით დასრულების სერთიფიკატი 28, ხოლო კურსის დასრულების სერთიფიკატი 27 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა.
კურსი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში 1 ივნისს დაიწყო და ოფიციალურად დღეს დასრულდა.