კონკურსის - „ჯილდო ცოდნისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
23 იანვარი 2019

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ კონკურსის - „ჯილდო ცოდნისთვის” გამარჯვებულები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა დააჯილდოვა.

ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ პროექტი - „ჯილდო ცოდნისთვის“ 2019 წელსაც გაგრძელდება და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

კონკურსში მონაწილეობა 3655 პირმა მიიღო, რომელთაგან 50 გამარჯვებული გამოვლინდა. ყველა გამარჯვებულმა თავდაცვის სამინისტროსგან სამხედრო თემატიკის წიგნები მიიღო. პირველ საპრემიო ადგილზე გასულ კონკურსანტს თავდაცვის სამინისტროსგან ჯილდოდ Lenovo-ს ფირმის ნოუთბუქი გადაეცა, მეორე ადგილზე გასულ კონკურსანტს - სამხედრო ზურგჩანთა, მესამე ადგილოსანმა კონკურსანტმა კომპანია Time Georgia-სგან ჯილდოდ Casio G-Shock-ის საათი მიიღო.

თავდაცვის სამინისტროს ონლაინ-ტესტირების კონკურსი სამხედრო ისტორიის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამხედრო-პოლიტიკურ, ასევე უსაფრთხოების საკითხებს მოიცავდა და 2018 წლის 7 ნოემბერიდან 28 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

კონკურსი მიზნად თავდაცვის ძალებისა და სამხედრო ისტორიის პოპულარიზაციას, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა.

პროექტი - „ჯილდო ცოდნისთვის“ შეიქმნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტების მიერ, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით.

კონკურსში გამარჯვებული პირებმა, რომლებმაც ვერ შეძლეს დაჯილდოების ღონისძიებაზე დასწრება, ჯილდოს მისაღებად მოგვმართეთ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე pr@mod.gov.ge, თავდაცვის სამინისტროს Facebook-ის გვერდზე ან მოგვმართეთ ტელეფონის ნომერზე: 2 91 04 21.

კონკურსში გამარჯვებულთა სია:

  1. დალი მორგოშია
  2. ზვიად ჩუბინიძე
  3. ანა გოგიტიძე
  4. შოთა ხაჭაპურიძე
  5. გიორგი ქლიბაძე
  6. ნიკოლოზ მაისაშვილი
  7. შალვა წერეთელი
  8. ლაშა ქარდავა
  9. ლანა თოლორდავა
  10. ნორა გედენიძე
  11. ლია ჩადუნელი
  12. ოთარი გელაშვილი
  13. გიგა ჭანტურია
  14. ზაქარია მეტრეველი
  15. მარიამ ქალაჩიშვილი
  16. ლილიანა ლოხიშვილი
  17. ზვიად თურმანიძე
  18. ალექსანდრე სვანიშვილი
  19. ბესიკ გოჩიაშვილი
  20. ნათია ჟორჟოლიანი
  21. ლალი გელაშვილი
  22. ნინო მელაძე
  23. ნანა ძამაშვილი
  24. სანდრო ბაბუციძე
  25. ლევან მაჭარაშვილი
  26. ელენე ბესიაშვილი
  27. გიორგი ნადირაძე
  28. გიორგი გონაშვილი
  29. გიორგი კანკავა
  30. თორნიკე თვარაძე
  31. გიორგი გრიგალაშვილი
  32. გიორგი ვაჩანძე
  33. შოთა ბასარია
  34. ნათია ბაქაქური
  35. იზოლდა ხიმშიაშვილი
  36. ალექსანდრე ლაგურაშვილი
  37. რაისა ვარდიძე
  38. ქეთი ზარგარიანი
  39. ენრიკე ბასარია
  40. ზურაბ ჭელიძე
  41. თორნიკე გოტიაშვილი
  42. ჯუნა გიქოშვილი
  43. ბადრი ულუმბელაშვილი
  44. ნათია ჩადუნელი
  45. თეონა მაჭარაშვილი
  46. ნინო ზაქაშვილი
  47. ანა ფოლადაშვილი
  48. მარიკა კენჩხაძე
  49. ლანა ჭანკვეტაძე
  50. ანზორ ალელიშვილი