ღია კარის დღე სპეციალური ოპერაციების ძალებში
21 იანვარი 2019
საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე ღია კარის დღე პირველად გაიმართა.
 
სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა და პირადმა შემადგენლობამ სამხედრო ბაზაზე ოჯახის წევრებს უმასპინძლეს.
 
მოწვეული სტუმრებისთვის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა საჩვენებელი წვრთნა რამდენიმე უბანზე ჩაატარეს. მათ სწრაფი დაშვების კედელზე სხვადასხვა სახის მანევრი განახორციელეს და ოპერაციების რაიონში მოწინააღმდეგის განეიტრალება წარმატებით მოახდინეს.
ღონისძიების ფარგლებში მებრძოლთა შვილებმა სპეციალურად გამოფენილი ტექნიკა, აღჭურვილობა და შეიარაღება დაათვალიერეს. სტუმრები სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებსაც გაეცნენ.
 
მებრძოლების ოჯახის წევრებმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიების დასასრულს კი, სამხედრო მოსამსახურეები, მათი მეუღლეები და შვილები მამა დავით ბოტიკაშვილმა დალოცა.