საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 16 იანვარს, თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ადმინისტრაციული შენობების ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს. ეროვნული დროშა დაეშვა საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის ტერიტორიაზე და სამხედრო ნაწილებშიც.