გეგმიური სწავლება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე
11 იანვარი 2019

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე  „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე  II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულმა სამედიცინო ჯგუფთან და სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფთან ერთად გეგმიურ იმიტირებულ სწავლებაში მიიღო მონაწილეობა.

სწავლება ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით განხორციელდა და მის მიზანს მართვის ცენტრთან და მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მოქმედების დახვეწა, ასევე კრიტიკულ სიტუაციაში ინციდენტის ადგილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. სწავლების დროს სამხედროებს პირობითად დაშავებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მოუწიათ, სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფმა კი, სახმელეთო სამედიცინო ევაკუაციაც განახორციელა. 

წვრთნები პერმანენტული ხასიათისაა და სამხედრო უნარ-ჩვევების კიდევ უფრო დახვეწას ისახავს მიზნად.

II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას ოქტომბრის თვიდან ასრულებს. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

ვიდეო რეპორტაჟი