მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების წინასაახალწლო აქცია მრავალშვილიან ოჯახებში
26 დეკემბერი 2018

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრნენ. ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ თელავის მიმდებარე სოფლებში შვიდი მრავალშვილიანი, მათ შორის, ორი ყოფილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის მოინახულა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ტკბილეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი გადასცა. თელავში დისლოცირებული ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეტაპობრივად სტუმრობენ და შეძლებისდაგვარად, პირველადი მოხმარების ნივთებითა და სხვადასხვა სახის პროდუქტით ამარაგებენ. ოჯახების შერჩევის პროცესში ჯარისკაცებს დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უწევენ. სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აქციაში საკუთარი სურვილით რეზერვისტებიც ჩაერთვნენ, რომლებიც მე-20 კადრირებული ბრიგადის 201-ე ბატალიონის სარეზერვო ასეულში ირიცხებიან.

ვიდეო რეპორტაჟი