ოცეულის სერჟანტთა და სერჟანტის საკარიერო მომზადების კურსების გამოშვება
7 დეკემბერი 2018

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ქვეითი ოცეულის სერჟანტის მომზადების მე-19 და უფროსი სერჟანტის საკარიერო მომზადების მე-12 კურსების გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

სერჟანტებს კურსების დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ, შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა, კობა ცირეკიძემ და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით გაგუამ მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას მათ ყურადღება შეიარაღებულ ძალებში სერჟანტთა მნიშვნელობაზე და მათ განათლებაზე გაამახვილეს და წარმატებები უსურვეს. საზეიმო ცერემონიალზე კურსდამთავრებულებს  დიპლომები გადაეცათ.

უფროსი სერჟანტის საკარიერო მომზადების კურსი წარმატებით დაამთავრა 15-მა, ხოლო ქვეითი ოცეულის სერჟანტის მომზადების კურსი 17-მა სამხედრო მოსამსახურემ. კურსებზე მსმენელებმა  სამხედრო პროფესიული ცოდნის დონე აიმაღლეს და ლიდერის უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. კურსების განმავლობაში მათ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ.  

ვიდეო რეპორტაჟი