თავდაცვის კოდექსის პროექტის განხილვა ამერიკელ ექსპერტებთან
7 დეკემბერი 2018

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უწყების მიერ შემუშავებული თავდაცვის კოდექსის პროექტის მორიგი განხილვა გაიმართა. პროექტი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა და იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა  აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურების წარმომადგენლებთან  განიხილეს.

თავდაცვის კოდექსის პროექტის გაცნობის შემდეგ, ამერიკელმა სამართლის სპეციალისტებმა ქართულ მხარეს რჩევები მისცეს და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს. ექსპერტების ცოდნის, რჩევებისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად მოწინავე და დახვეწილი თავდაცვის კოდექსის პროექტი ჩამოყალიბდება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს სრულად უპასუხებს და მოწინავე ქვეყნების ცოდნასა და გამოცდილებას ასახავს.

ამერიკული მხრიდან შეხვედრას ორგანიზება გაუწია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სამართლებრივი სწავლებების თავდაცვის ინსტიტუტმა და მასში სამხედრო იურისტები, სამართლის პროფესორები და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მრჩეველი მონაწილეობდნენ.