ინფორმაციულ-საგანმანათლებლო შეხვედრა სერჟანტთა აკადემიაში
6 დეკემბერი 2018

გიორგი ანწუხელიძის სახელობის  სერჟანტთა  აკადემიაში  საქართველოს  საგარეო პრიორიტეტებთან და ევროატლანტიკურ  ინტეგრაციასთან დაკავშირებით  ინფორმაციულ საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ნინო ბოლქვაძემ

უფროს  სერჟანტთა  საკარიერო მომზადების კურსისა  და  ოცეულის სერჟანტის მომზადების კურსის მსმენელებს თემაზე „ჩვენი ევროპული არჩევანი:  ევროპული ღირებულებები, ევროატლანტიკური ინტეგრაცია“  ლექცია  წაუკითხა.  ლექციაზე   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებიც  იყვნენ მოწვეულები. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში  წარიმართა და საუბარი  ნატო-საქართველოს ურთიერთობებს,  ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივებს, თანამედროვე  გამოწვევებსა და საფრთხეებს, ასევე,  რუსულ პროპაგანდას შეეხო.

ინფორმაციულ-საგანმანათლებლო შეხვედრის ფარგლებში  სერჟანტებს ქართველ ექსპერტებთან შეხვედრისა და  საქართველოს საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით მათგან მნიშვნელოვანი ინფორმაციის  მიღების  შესაძლებლობა აქვთ.

უფროს  სერჟანტთა  საკარიერო მომზადების კურსში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებისთვის   მსგავსი ინფორმაციულ-საგანმანათლებლო შეხვედრები  რეგულარულად იმართება და  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებას  ისახავს მიზნად.