GIPA-ს სტუდენტები IV მექანიზებულ ბრიგადაში
8 ნოემბერი 2018

ვაზიანში IV მექანიზებულ ბრიგადაში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტებს უმასპინძლეს. 43-ბატალიონის  მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ მათ  სამხედრო კონფლიქტების ანალიზის თემაზე ლექცია წაუკითხა და  კონფლიქტების დარეგულირების შესაძლებლობებზე, იძულებით დიპლომატიაზე,  საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და სამშვიდობო ოპერაციების აუცილებლობაზე ესაუბრა. მოგვიანებით ბატალიონის მეთაურმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს. 

სამხედრო ბაზაზე ვიზიტის ფარგლებში GIPA-ს სოციალურ მეცნიერებათა  საბაკალავრო  პროგრამის  სტუდენტებს შეიარაღების დათვალიერებისა და ჯარისკაცის ულუფის დაგემოვნების შესაძლებლობაც ჰქონდათ. 

მსგავსი საინფორმაციო შეხვედრების მიზანი ახალგაზრდებისთვის სამხედრო თემატიკაზე ინფორმაციის მიწოდება, თავდაცვის სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების გაცნობა  და ჯარის შესახებ პოპულარიზაციის ამაღლება წარმოადგენს.

ვიდეო რეპორტაჟი