Agile Spirit 2019 მომავალი წლის ზაფხულში ჩატარდება
5 ნოემბერი 2018

სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტი“ მრავალეროვნული სამხედრო სწავლების Agile Spirit 2019 საწყისი დაგეგმარების კონფერენცია გაიხსნა. Agile Spirit 2019 წინა წლებთან შედარებით ყველაზე მასშტაბური საველე სწავლებაა, სადაც ფართოდ იქნება წარმოდგენილი ქართული და ამერიკული სამხედრო ტექნიკა.

სწავლების საწყისი დაგეგმარების კონფერენციაზე მუშავდება ყველა ის საკითხი, რომელიც Agile Spirit 2019-ის აღსრულებასთანაა დაკავშირებული - ზუსტდება მონაწილე ქვეყნების რაოდენობა და სასწავლო ამოცანები. შეხვედრა სწავლების შემდგომი, ძირითადი დაგეგმვის კონფერენციისთვის მომზადებასაც ისახავს მიზნად.

მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობით იმართება და მისი მიზანი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცება და მონაწილე ქვეყნებს შორის სამხედრო ურთიერთავსებადობის ამაღლებაა. წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას.

ვიდეო რეპორტაჟი