ლელა ჩიქოვანი უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდა
2 ნოემბერი 2018
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი უნგრეთის საგარეო საქმეთა მდივნის მოადგილეს უსაფრთხოების საკითხებში იშტვან ბალოგს შეხვდა.
 
ლელა ჩიქოვანმა იშტვან ბალოგს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე უნგრეთის პოლიტიკური მხარდაჭერისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) უნგრეთის აქტიური ჩართულობის გამო მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ყურადღება საქართველოს და უნგრეთს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე გაამახვილეს, რომელიც ეტაპობრივად ვითარდება. მხარეებმა ურთიერთობის ახალ მიმართულებებზეც იმსჯელეს. 
 
შეხვედრა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის“ (GDSC) ფარგლებში ქალაქ ბათუმში გაიმართა.