VI საარტილერიო ბრიგადა 10 წლისაა
1 ნოემბერი 2018

საქართველოს შეიარაღებული ძალების VI  საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 10 წელი შესრულდა. ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონიალი ხონში, VI საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. პირად შემადგენლობას იუბილე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეები  თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის I, II და III ხარისხის მედლებით, დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისთვის „საპატიო სიგელებით“ და 2018 სასწავლო წელს საბრძოლო მომზადების სხვადასხვა დისციპლინაში მიღწეული წარმატებისთვის „სამახსოვრო ბარათებით“ დაჯილდოვდნენ.

VI საარტილერიო ბრიგადის იუბილე სამხედრო ტექნიკის გამოფენით დასრულდა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

2008 წელს II საარტილერიო ბრიგადა I საარტილერიო ჯგუფის ბაზაზე   ჩამოყალიბდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 11 ივნისის ბრძანებით საარტილერიო ბრიგადაში განხორციელებული საშტატო რეორგანიზაციის შედეგად, 2018 წლის 1 ივლისიდან ბრიგადას შეეცვალა  სახელი და VI საარტილერიო ბრიგადა ეწოდა. 

ვიდეო რეპორტაჟი