საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ბინების გაცემის პროცესი 2013 წლიდან დაიწყო.
27 ოქტომბერი 2018

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ბინების გაცემის პროცესი 2013 წლიდან დაიწყო.
თავდაცვის სამინისტრომ 2013 წლიდან დღემდე ბინით 1633 ოჯახი დააკმაყოფილა. 
ვალდებულება საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების მიმართ 2007 წლის ბრძანების საფუძველზე გაჩნდა, რომელიც 2009 წელს გაუქმდა. 
თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ძალისხმევით 2016 წლის 19 სექტემბერს 90 ბინა, ხოლო 2017 წლის 6 ნოემბერს 242 ბინა გაიცა. 
მათ შორის ბინით დაკმაყოფილდა 104 მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების 32 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა კერძო საკუთრებაში.
სახელმწიფოს ვალდებულება აქვს კიდევ 728 სამხედრო მოსამსახურის ოჯახის მიმართ
2018 წლის ბოლომდე დამატებით, უწყების ბალანსზე არსებული საცხოვრებელი ფართებით 100-მდე ოჯახის ბინით უზრუნველყოფა მოხდება, ხოლო 2019 წელს პროცესი გაგრძელდება და დამატებით 200-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. 
თავდაცვის უწყების მიერ ხელშეკრულების მქონე სამხედრო მოსამსახურეებზე ბინების გაცემას სპეციალური საბინაო კომისია უზრუნველყოფს. 
კომისია ბინების გაცემას სპეციალური ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმებით ახორციელებს.
მათ შორის პრიორიტეტი ენიჭება მრავალშვილიანის სტატუსის მქონე ოჯახს, რომელსაც 4-ი ან მეტი შვილი ჰყავს. 
ოჯახს, რომელსაც არასრულწლოვანი შვილი ჰყავს და დადგენილი აქვს „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. 
კომისია ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის ნამსახურეობის წლებს პრიორიტეტულ კატეგორიას მიეკუთვნება ის ოჯახი, რომლის წევრი სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა ასევე, პრიორიტეტულია სამხედრო მოსამსახურეთა ის კატეგორია, რომლებსაც საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია და სხვა;

ვიდეო რეპორტაჟი