საჯარისო ცენტრის კურსი დასრულდა
26 ოქტომბერი 2018

საჯარისო ცენტრის საბრძოლო უზრუნველყოფის სკოლის ციფრული კარტოგრაფიული ინფორმაციის მართვისა და მიწოდების კურსი დასრულდა. ოფიციალურ ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა გადასცეს.

საგანმანათლებლო კურსი შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქართველმა ინსტრუქტორებმა მსმენელებს ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, სახელმწიფო უწყებების - შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტების, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები გეოინფორმაციული სისტემების მოხმარების პროგრამებს გაეცნენ. 
საგანმანათლებლო კურსი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-2 დაზვერვის დეპარტამენტისა და ტოპოგრაფიული სამსახურის ინიციატივით, ასევე საერთო საჯარისო ცენტრის მხარდაჭერით უკვე მეორედ ჩატარდა.