შვეიცარიის სამხედრო ატაშეები თავდაცვის უწყებაში
2 მაისი 2015
დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შვეიცარიის ახლად დანიშნული სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ბრუნო კარპანენტო და ყოფილი ატაშე, პოლკოვნიკი ტომას ბუჩერი ეწვივნენ. სტუმრები საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა, მარიკა ლალიაშვილმა და გაერთიანებული შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა, ლეონიდე სიხარულიძემ მიიღეს.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა საქართველოსა და შვეიცარიის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და მომავალ პერსპექტივებზე ისაუბრეს. ქართულმა მხარემ სამხედრო ატაშეებს რუსული აგრესიის შემდეგ ქვეყანაში არსებული სიტუაცია გააცნო. მათ ასევე, თავდაცვის პრიორიტეტებზე და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებზე იმსჯელეს.