თავდაცვის ატაშეების ვიზიტი JTEC-ში
4 ოქტომბერი 2018

ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნიდან თავდაცვის ატაშეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოწვევით კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრნენ.

სტუმრებს  JTEC-ის შტაბის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ლეკვეიშვილმა და JTEC-ში ნატოს ჯარების ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მაიკლ როზმარამ, წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საქმიანობის, ამოცანების, სამომავლო გეგმებისა და ცენტრის როლზე შეიარაღებული ძალების განვითარების  შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. პრეზენტაციაზე ყურადღება   JTEC-ის განვითარებაში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაზე გამახვილდა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, კრწანისის სასროლეთზე თავდაცვის ატაშეებს შორის  შეჯიბრი სროლებში გაიმართა.