თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს კომისიის წევრებს საქართველოში ნატო-საქართველოს ახალი მზადყოფნის ცენტრის შექმნის ინიციატივით მიმართა
3 ოქტომბერი 2018

„საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე, რომელიც წელს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად შეიქმნა, ჩნდება შესაძლებლობა, რომ ნატოს სხვა წევრი ქვეყნებიც ჩაერთონ, მათ შორის ერთობლივი სწავლებების განხორციელების მიზნით. ამას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკური უზრუნველყოფა. განახლებული შეკავების პოლიტიკის ფარგლებში, სადაც ცენტრალური სწორედ საბრძოლო მზადყოფნაა, ჩვენს სტრატეგიულ ადაპტაციას სტრატეგიულ მზადყოფნაში ვხედავთ, განსაკუთრებით ნატოსთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, ხოლო რაც შეეხება სტრატეგიულ მოთმინებას ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ძალაში რჩება“, - აღნიშნა მან.

მინისტრის განცხადებით, ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრის შექმნის იდეას დიდი მხარდაჭერა მოჰყვა: „დაინტერესება არის დიდი და შემდგომი წლები, განსაკუთრებით 2019-2020 წლები, მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო დეტალურად, როგორც ნატოს ფორმატში, ისე ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი მექანიზმები განვიხილოთ.“

ვიდეო რეპორტაჟი