სამთო მომზადების კურსების დასრულდა
28 სექტემბერი 2018

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, ნატოს პარტნიორობა მშვიდობისთვის (PFP) პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კურსების დახურვის ცერემონიალი გაიმართა. სამთო სწავლების წარმატებით გავლისთვის მსმენელებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები  წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა როინ ფაიოლოძემ, ჩეხეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა  იგორ კანდრაჩმა და ლატვიის რესპუბლიკის სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა რუდოლფ რუდზუროგმა გადასცეს.

„მაღალი მთის ჯგუფის უფროსის კურსში“ მონაწილეობა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებმა ქართველ ჯარისკაცებთან ერთად მიიღეს. „სამთო მომზადების ზაფხულის  ტექნიკური კურსი“ კი, საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაიარეს.   

ერთი თვის განმავლობაში მსმენელები სამთო-ტექნიკურ  უნარ-ჩვევებს ეუფლებოდნენ. მათ ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით  შეისწავლეს მაღალ მთაში სროლის წარმოების წესები, დაშავებულების საევაკუაციო საშუალებების გამოყენება, მაღალ მთაში გადაადგილება უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, ქვედა დაზღვევით ცოცვის პრინციპები და წესები,  ყინულთან მუშაობა.

მიღებული ცოდნით კურსდამთავრებულებს საბრძოლო მოქმედებებისა და სწავლებების დროს ბუნებრივი დაბრკოლებების გადალახვა შეეძლებათ.