ისრაელის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
12 სექტემბერი 2018

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისრაელის თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. ავიგდორ ლიბერმანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

გმირთა მოედანზე ისრაელის თავდაცვის მინისტრთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იმყოფებოდა.

ვიდეო რეპორტაჟი