თავდაცვის მინისტრმა რიგითი გოგა გოგლიჩაძე გმირული საქციელისთვის დააჯილდოვა
10 აგვისტო 2018

რიგით გოგა გოგლიჩაძეს, რომელმაც მდინარე რიონში მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინა,  საქართველოს თავდაცვის მინისტრი  და გენერალური შტაბის უფროსი შეხვდნენ. ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ  ჩაჩიბაიამ   მას გმირული  საქციელისთვის მადლობა გადაუხადეს,  წარმატებები უსურვეს და „გლოკის“ ტიპის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დააჯილდოვეს.

III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის  მეტყვიამფრქვევემ, I კლასის რიგითმა,  გოგა გოგლიჩაძემ გუშინ ქალაქ ქუთაისში  მდინარეში გადახტომის დროს მამაკაცი ხიდიდან შენიშნა.   უცნობი მამაკაცის გადარჩენის მიზნით, ჯარისკაცი წყალში შევიდა  და მაშველების მისვლამდე  მას დახმარება აღმოუჩინა.

I კლასის  რიგითი გოგა გოგლიჩაძე  საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის, III ქვეით ბრიგადაში 2017 წლიდან მსახურობს.