ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეულის გაცილება ცენტრალურ აფრიკაში
10 აგვისტო 2018

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ  გვარდიაში  სამხედრო მოსამსახურეების  ცენტრალური  აფრიკის  რესპუბლიკაში გაცილების ცერემონია გაიმართა.   ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი დაესწრნენ.  ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ და ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ  სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს, მისიის ღირსეულად შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.

პირადი  შემადგენლობა ეროვნული გვარდიის კაპელანმა, მამა მიქაელმა დალოცა.

ეროვნული გვარდიის   ნაკრები ოცეულის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაცილების ცერემონიას  საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ, რომლებიც საქართველოში „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში იმყოფებიან.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის  ნაკრები ოცეული  ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში EUTM RCA მეორე როტაციას ახორციელებს.

ვიდეო რეპორტაჟი