გარბენი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად
9 აგვისტო 2018

2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე 4-კილომეტრიანი გარბენი მოეწყო. სპორტულ აქტივობაში მონაწილეობა მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2018“ ჩართული ცამიტევე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს.

წახალისების მიზნით შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემ, აღმოსავლეთ სარდლობის მთავარმა სერჟანტმა დავით ასლამაზიშვილმა და IV მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ გარბენში მონაწილე სამხედროებს სახელობითი და „ღირსეული პარტნიორი 2018“-ისთვის დამზადებული სპეციალური მონეტები გადასცეს.

წელს მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 13 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი. „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ლიდერობით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. 

ვიდეო რეპორტაჟი