თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
8 აგვისტო 2018

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები გაიხსენეს, მათი ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ და მხარდაჭერა აღუთქვეს.

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია გუშინ პრემიერ-მინისტრთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. 
ძმათა სასაფლაოზე ასევე მივიდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების თანამებრძოლები და მეგობრები.

ვიდეო რეპორტაჟი