„ღირსეული პარტნიორი 2018“-ში მონაწილე ამერიკული „სტრაიკერების“ მარშირება
28 ივლისი 2018

აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, „ღირსეული პარტნიორი 2018“-ში მონაწილე ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანის -„სტრაიკერი“ კონვოიმ სენაკიდან ვაზიანის მიმართულებით მარშირებით ჩაიარა. გადაადგილებისას ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორის კოლონა ქალაქ გორის ცენტრში გაჩერდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მრავალეროვნული სწავლების, საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო დროშებით შეხვდა. მოქალაქეებს სამხედრო ტექნიკის დათვალიერებისა და სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალებაც მიეცა. 

გორიდან ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორის კოლონების მარშირება ვაზიანში, „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების არეალში დასრულდა. 1 აგვისტოს „სტრაიკერი“ უშუალოდ წვრთნებში ჩაერთვება. 

სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკული “სტრაიკერები“ სხვა სამხედრო ტექნიკასთან ერთად რუმინეთში, კონსტანცას პორტიდან შავი ზღვით გამოიგზავნა და   ფოთის პორტში შემოვიდა. 

„ღირსეული პარტნიორი 2018“ ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე 1 აგვისტოს გაიხსნება. სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება.

ვიდეო რეპორტაჟი