აკრედიტაცია მრავალეროვნული სწავლებისთვის
18 ივლისი 2018

აკრედიტაცია მრავალეროვნული სწავლებისთვის

„ღირსეული პარტნიორი 2018“

1-15 აგვისტოს ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2018“ (Noble Partner) გაიმართება. სწავლება ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე 1 აგვისტოს გაიხსნება.

„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება. წლევანდელი სწავლების მიზანია სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება; საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“.

ამჯერად, სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 13 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი. გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც.

მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

სწავლებით დაინტერესებულ რეპორტიორებს გაშუქების მაქსიმალური შესაძლებლობა მიეცემათ.

 

„ღირსეული პარტნიორი 2018-ის“ ფარგლებში დაგეგმილია 3 მედიადღე:

1 აგვისტო - სწავლების გახსნის ოფიციალური ცერემონიალი;

9 აგვისტო -  მრავალეროვნული ასეულის კომპლექსური საველე სწავლება;

15 აგვისტო - სწავლების დახურვა საჩვენებელი წვრთნით.

მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან გააშუქონ აღნიშნული ღონისძიებები, აკრედიტაცია უნდა გაიარონ  საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 18-დან 27 ივლისის ჩათვლით 18:00 საათამდე.  ერთჯერადი სააკრედიტაციო ბარათები გაიცემა თითოეული ღონისძიების დაწყების წინ.

დასწრების მსურველმა მედიის წარმომადგენლებმა აკრედიტაციის მისაღებად ელ-ფოსტაზე pr@mod.gov.ge -ზე უნდა გამოგზავნონ შემდეგი მონაცემები:

სახელი, გვარი          

მედიასაშუალების დასახელება

პოზიცია 

ტელეფონის ნომერი

პირადი ნომერი

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

თეო კერძევაძე 577 19 00 96; გიორგი თუხარელი 577 39 30 07

 

 

Accreditation Procedures for the Multinational Exercise Noble Partner 2018

From August 1 through August 15, Noble Partner 2018 multinational exercise will be held at the Vaziani military aerodrome, the Vaziani drill ground and the Norio training area.  Noble Partner 2018 will be officially opened at the Vaziani military airfield on August 1.

Noble Partner 2018 is being conducted in Georgia for the fourth time and is aimed at improving skills in stability, defensive and offensive operations; increasing readiness and interoperability with the NATO member and partner countries; as well as making contribution in maintaining stable and secure environment over the Black Sea region. That’s why the main message of the NP 2018 is - “Strength through Partnership”.

This time Noble Partner 2018 is larger-scale with engagement of in total, more than 3000 military servicemen of NATO member and partner countries: Georgia, USA, UK, Germany, Estonia, France, Lithuania, Poland, Norway, Turkey, Ukraine, Azerbaijan and Armenia. This time increased number of US air support and German armored vehicles will participate in the exercise as well. 

The scenario of the combined multinational exercise includes command, staff and field trainings with live fire, engagement of maneuver and combat support elements in defensive and offensive operations.  

Interested reporters will be given the maximum possibility of coverage.

 

Three (3) media days are scheduled within Noble Partner 2018:

August 1 – Official opening ceremony of the exercise;

August 9 – Combined Field Exercise of Multinational Company; 

August 15 – DV Day/Closing ceremony

 

Media representatives interested in covering the above-mentioned events should apply for accreditation at the Ministry of Defense of Georgia starting from July 18 and ending on July 27 at 18:00 local time.  Separate accreditation cards will be issued before each of the events.

For accreditation, please send the data requested below to the e-mail address: pr@mod.gov.ge:

Name                             

Media organization

Position

Cell number

ID/passport number

For additional information please contact:

Teo Kerdzevadze 577 19 00 96; George Tukhareli 577 39 30 07