საერთო საჯარისო ცენტრის იუბილე
18 ივლისი 2018

საერთო საჯარისო ცენტრის ორი წლის იუბილე კრწანისში აღინიშნა. საიუბილეო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას წვრთნებისა და განათლების სარდალი, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე დაესწრო.

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით საქართველოს დამოუკიდებლობისა დატერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ სიტყვით მიმართვისას    პირად შემადგენლობას იუბილე მიულოცა, ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სამხედროების წვლილსა და დამსახურებაზე გაამახვილა ყურადღება და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ღინისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ბრძანებით, პირადი შემადგენლობა საშტატო იარაღით, მედლით „გენერალი კვინიტაძე“, I ხარისხის მედლით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის“ დაჯილდოვდნენ.

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სისტემის რეფორმის შედეგად საერთო საჯარისო ცენტრი ორი წლის წინ ჩამოყალიბდა. ცენტრში გაერთიანებულია კაპიტნის საკარიერო, საბრძოლო მხარდაჭერის, მანევრის, საბრძოლო უზრუნველყოფის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სკოლები. ცენტრში პირადი შემადგენლობის მომზადება ტაქტიკურ დონეზე მიმდინარეობს. საერთო საჯარისო ცენტრში 89 სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება.

ვიდეო რეპორტაჟი