შვიდკაცა სამხედროებისთვის კონცერტს მართავს
2 მაისი 2015
ქართული სიმღერების შემსრულებელმა ანსამბლმა "შვიდკაცა" (“ფესვები” ) სამხედრო ნაწილებში საკონცერტო ტურნე დაიწყო. დღეს პირველი კონცერტი მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. მომღერლებმა ქალაქური, საესტრადო და ხალხური სიმღერები შეასრულეს.
დღევანდელ საღამოს 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული სამხედროებიც გაიხსენეს. ანსამბლის წევრებმა შეკრებილ ჯარისკაცებთან ერთად გარდაცვლილი მებრძოლების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
კონცერტის დასასრულს კი, ანსამბლის წევრებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ჯარისკაცებთან ერთად შეასრულეს.
ტურნეს ფარგლებში "შვიდკაცა" ( “ფესვები”) ხუთივე სამხედრო ბრიგადას ეწვევა. ხვალ კონცერტი გორის ბრიგადაში გაიმართება. 1 ივლისს მომღერლები ქუთაისს ეწვევიან, 2 ივლისს საღამო სენაკის სამხედრო ბაზაზე მოეწყობა. ტურნე 3 ივლისს ბათუმში გამართული კონცერტით დასრულდება.
კონცერტის მიზანია ჯარისკაცების სულისკვეთების ამაღლებასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრირებას შეუწყოს ხელი.
საკონცერტო ტურნეს ორგანიზატორები საქველმოქმედო ფონდი “ერთგულება” და შ.პ.ს.“M-Army” არიან.