შეიარაღებული ძალების მთავარ სერჟანტთა სამუშაო შეხვედრა
12 ივლისი 2018

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ბაზაზე შეიარაღებული ძალების მთავარ სერჟანტთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 
საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სერჟანტების შეკრება 10 ივლისს დაიწყო. სამი დღის განმავლობაში მთავარი სერჟანტები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს განიხილავდნენ. შეკრების ბოლო დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სერჟანტებს სტრატეგიული კომუნიკაციის საფუძვლები გააცნო და ჰიბრიდულ საფრთხეებზე ესაუბრა. სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა კი, მსმენელებს კიბერუსაფრთხოებისა და უსაფრთხოების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. 
სამუშაო შეხვედრა პრობლემურ საკითხებზე დისკუსიით დღეს დასრულდა. სამუშაო შეხვედრის შედეგების შესახებ სპეციალური ანგარიში მომზადდება და გენერალური შტაბის უფროსს გადაეგზავნება.

ვიდეო რეპორტაჟი