აშშ-ს კონგრესის დელეგაცია
2 მაისი 2015
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთა თანაშემწეები ქვეყნის თავდაცვის პრიორიტეტებს გაეცნენ. კონგრესის აპარატის თანამშრომლები თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს ნოდარ ხარშილაძეს და ნიკოლოზ ვაშაკიძეს შეხვდნენ. სტუმრები თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებითა და იმ კონკრეტული საკითხებით დაინტერესდნენ რაშიც საქართველოს შეერთებული შტატების მხარდაჭერა სჭირდება. სტუმრებმა ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში ქართული საჯარისო კონტიგენტის მიერ შეტანილი წვლილი დადებითად შეაფასეს და ქართულ მხარეს მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს.

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია უკვე შეხვდა საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას და ვიცე-პრემიერს გიორგი ბარამიძეს. 

კონგრესის აპარატის თანამშრომლები საქართველოდან 7 აგვისტოს გაემგზავრებიან.