წიგნის პრეზენტაცია
2 მაისი 2015
დავით გოგიბედაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დღეს გაიმართა. ნაწარმოები სახელწოდებით „ბაღები“, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ასახავს. როგორც თავად ავტორმა წიგნის წარდგენისას აღნიშნა – „რომანში ყველაფერი განსაკუთრებულია – სიმშვიდისა და ბედნიერების ყოველწამიერი შეგრძნება, ომის დოკუმენტური სიზუსტით გააზრება, ომისა, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა, რომელიც სულ მიმდინარეობს...“ დავით გოგიბედაშვილმა რომანის რამდენიმე ეგზემპლიარი სამხედროებს საჩუქრად გადასცა. წიგნები საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ბაზების ბიბლიოეთეკებში გადანაწილდება.