NRF-ის შემადგენელი „ალფა“ ასეული კომბინირებული სწავლებიდან დაბრუნდა
17 მაისი 2018

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეული ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) შემადგენლობაშია. მუდმივი მზადყოფნისა და კოორდინირებულად მოქმედების დახვეწის მიზნით ქვედანაყოფი გეგმიურ კომბინირებულ სწავლებას, NRF-ში ჩართულ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებთან ერთად, წელიწადში ორჯერ გერმანიაში, ჰოჰენფელსის გაერთიანებული მრავალეროვნული მომზადების ცენტრში გადის. 

მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულმა კომბინირებული ორკვირიანი სწავლება „Combined Resolve X“  უკვე დაასრულა და საქართველოში დღეს საღამოს დაბრუნდა. ქართველ სამხედროებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე I ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე მე-12 ბატალიონის მეთაურთან, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად დახვდა. 

I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეული ნატოსთან სრულად თავსებადია და  ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) 2015 წლიდანაა ჩართული.    

ვიდეო რეპორტაჟი