მთავარი სერჟანტის ლექცია ტყიბულის სკოლაში
17 მაისი 2018

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტრო   ღონისძიებების ორგანიზებას აგრძელებს.  საქართველოს შეიარაღებული ძალების   მთავარი სერჟანტი  კობა ცირეკიძე  ქართული არმიის ისტორიის  გაცნობის მიზნით,  ქალაქ ტყიბულის N 1 საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ ლექცია წაიკითხა.

მთავარმა სერჟანტმა მშობლიური სკოლის მოსწავლეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების  განვითარების ეტაპები და  მნიშვნელოვანი მოვლენები  გააცნო. კობა ცირეკიძემ ზოგადად, ქვეყნისთვის შეიარაღებული ძალების  როლსა და  სამხედრო მოსამსახურისთვის განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.  მან სკოლის  მოსწავლეებსა და პედაგოგებს  ინფორმაცია  მსაოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის  საქმეში საქართველოს ჩართულობასა და კონტრიბუციაზეც  მიაწოდა.

მოგვიანებით  შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ვიდეო რეპორტაჟი