საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მოქალაქეების მიღება დაიწყო.
17 მაისი 2018

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მოქალაქეების მიღება დაიწყო. ოთხწლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლა 35 წლამდე მოქალაქეებს შეეძლებათ. საბუთების მიღება წარმოებს ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე. დაინტერესებულმა პირებმა დასავლეთ საქართველოში რეგისტრაციისთვის მიმართეთ ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადისა და ბათუმის ადლიის ბატალიონის სარეგისტრაციო პუნქტებს. თბილისში, მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისს“. თელავში, მეოცე კადრირებულ ბრიგადას. ახალქალაქში, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს. 595 05 06 85 595 05 06 73 ონლაინ რეგისტრაცია: onlinebct.mod.gov.ge

ვიდეო რეპორტაჟი