რაბათის ციხეზე სამხედრო ორკესტრის კონცერტი ჩატარდა
15 მაისი 2018

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა ახალციხეში, რაბათის ციხეზე კონცერტი გამართა.ღონისძიებას ეროვნული გვარდიის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე, სამხედრო მოსამსახურეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი მცხოვრებლები დაესწრნენ.

სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის ბენდმა ცნობილი უცხოური კომპოზიციები შეასრულა. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყება სხვადასხვა ღონისძიებას მასპინძლობს, რომელიც სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის გაღრმავებას, საზოგადოებაში ჯარის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

ვიდეო რეპორტაჟი